პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა გაიხსნება. ამის შესახებ მან დღეს, 7 მაისს პოსტკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.

"ორშაბათიდან თბილისში შემოსვლისა და გასვლის თვალსაზრისით ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი გაუქმდება", — თქვა პრემიერმა.

პრემიერმა, ასევე, განაცხადა, რომ 18 მაისს მარნეული, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს, სრულად გაიხსნება. ასევე, 14 მაისიდან მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანში.