ჩვეულებრივი იდიოტები, წუხელ ისინი პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალს დაესხნენ თავს — ასე გამოეხმაურა პულიას რეგიონის ქალაქ გრავინას მერი, ალესიო ვალენტი მემორიალზე ქართულ წარწერა "ზაოდს".

"სერიოზული ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტების მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა", — წერს მერი.

ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ ფეისბუქზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, საკითხი სამართალდამცავებს უკვე შეატყობინეს და იმედი აქვთ, რომ ამოღებული ფოტო-ვიდეო მასალებით დამნაშავეებს იპოვიან.

მერი წერს, რომ დამნაშავეების პოვნის შემთხვევაში ის მოითხოვს, რომ ისინი საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებაში ჩაერთონ. ალესიო ვალენტი წერს, რომ ძეგლი ამაღამ, ან ხვალ დილით გაიწმინდება.

განახლება: მერმა მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეო და განაცხადა, რომ ძეგლის შვილის მიერ ძეგლის დაზიანების გამო დედამ მისი გასუფთავების ნებართვა ითხოვა. მისი თქმით, მემორიალიდან წარწერა უკვე წაიშალა. ვალენტიმ აღნიშნა, რომ მშობლის მხრიდან ეს სამაგალითო საქციელია.