ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართავს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმება შეასრულოს.

კუბილიუსი წერილში გამოყოფს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს და ამბობს, რომ მათი დაკავება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მხარეების მიერ მიღწეულ შეთანხმებას.

"გლობალური პანდემიით გამო არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ევროპარლამენტარებს სჭირდებათ მკაფიო მტკიცებულება, რომ შეთანხმება შესრულდება. რომ მიღწეულია პროგრესი, რათა უზრუნველყოფილი იყოს აუცილებელი პირობები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩასატარებლად", — წერს ანდრიუს კუბილიუსი.

მისი თქმით, ევროკავშირისა და ამერიკის მიერ, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მხარდაჭერილი იყო და აღიქმებოდა, როგორც "პოლიტიკური წმენდის" შემცირების სურვილი. ევროპარლამენტარი წერს, რომ სამწუხაროდ, მთავრობა არ ასრულებს შეთანხმებას, რაც მომავალი არჩევნების მიმართ ნდობას შეამცირებს.