თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მოგონილი თანამდებობა მისცეს.

თუმცა, მისი თქმით, როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაუხარდებათ, უკარაინის წარმატება და წინსვლაც ისე გაახარებთ.

"პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერებისა და სწორი გადაწყვეტილებისათვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად დანიშნულიყო. თუმცა, ეს თანამდებობაც, მოგონილი თანამდებობა, ასე ვიტყოდი, რომელიც იქნა შეთავაზებული, ესეც გარკვეულ სკეპციზს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში", — განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.

22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. ეს საკითხი ქართული ოცნებისთვის უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საბაბი გახდა. მთავრობისა და პარლამენტში მმართველი გუნდის ლიდერებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ ეს მათ შორის ნდობას შეარყევდა და კატეგორიულად მიუღებელი იყო. ერთი კვირის შემდეგ კი რადაში ხალხის მსახურის ფრაქციის ლიდერმა, დავიდ არახამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის მუშაობის ახალი ფორმატი იპოვეს.

რეფორმების ეროვნული საბჭო 2014 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანებით შეიქმნა. საბჭოს წევრებს პერსონალურად უკრაინის პრეზიდენტი ნიშნავს. დოიჩე ველეს ინფორმაციით, 2014-2018 წლებში საბჭომ სულ