საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

ზურაბ ადეიშვილს ე.წ. ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ პირად განიხილავენ. წინა ხელისუფლების დროს ის სხვადასხვა დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.

2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ადეიშვილი ქვეაყანში არ იმყოფება და მას სასჯელი არ მოუხდია.

ასევე, ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს ტელეკომპანია იბერიას სამაუწყებლო ლიცენზიის საქმეზე. ადეიშვილს სასჯელის სახედ 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც ამნისტიის კანონით 1/4-ით შეუმცირდა და ჯამში 1.6 წელი განესაზღვრა.