თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე საუბრისას ამბობს, რომ ამისთვის არსებობს ნაკურთხი წყალი და ზიარება. გარდა ამისა, მეუფემ იხუმრა, რომ ემხრობა ისეთი ვაქცინის შექმნას, რომელიც ყველა ადამიანს მართლმადიდებელ ქრისტიანად აქცევს.

"კორონას საწინააღმდეგო ვაქცინაზე ჩემო საყვარელო, კეთილო ადამიანებო არის მაცხოვრის სისხლი და ხორცი, საკურნებლად სულისა და ხორცისა, ნაკურთხი წყალი", — აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

ჟურნალისტებმა ჰკითხეს ეპისკოპოსს ვაქცინის გაკეთება უნდა იყოს თუ არა ნებაყოფლობითი, რაზეც მან უპასუხა, რომ ამაში გამოცდილი არ იყო:

"მე ვაქცინები გავიკეთე, რომ დავიბადე მაშინ... იმის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია, მაგრამ მგონი ცუდად არ გამოვიყურები".