სოციალური ქსელების პოპულარობასთან ერთად, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ბოროტად სარგებლობს ანონიმურობით და ყალბ ანგარიშებს ქმნის. მსგავსი ექაუნთების უკან მდგომები პირადი ან სხვისი, მაგრამ ანაზღაურებადი მიზნებისთვის ავრცელებენ დეზინფორმაციას, იწვევენ ადამიანებს დისკუსიაში და ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას.

მიუხედავად მათი სიმრავლისა და კოორდინირებული ქმედებებისა, სიმართლე არ იმალება, რადგან არსებობს ელფების არმია, რომლებიც დეზინფორმაციას ებრძვის. შეავსე ჩვენი ტესტი და გაიგე, რომელი ხარ შენ.

სოციალურ ქსელებში შენი სახელითა და გვარით რეგისტრირდები, თუ რამე ახალს იგონებ?

მეგობრებსა და გამომწერებს რეალური ფოტოებით აცნობ თავს, თუ სხვის იდენტობას იპარავ?

რეგისტრაციისას დაბადების თარიღს სწორად უთითებ?

რას აკეთებ, როცა ინტერნეტში სენსაციურ ინფორმაციას კითხულობ?

როგორ იქცევი, როცა შენი ნაცნობის ფოტოებით უცხო ანგარიში გხვდება?

როგორ რეაგირებ, როცა მეგობრებში "Gio-Gio" ან "ლიკუნა ლიკა" გამატებს?

რას იზამ, თუ უცხო ადამიანი გთხოვს, სხვადასხვა ჯგუფში ლინკი გაუვრცელო?

როგორ მოიქცევი, თუ ფორუმზე ან სოციალური ქსელის კომენტარებში ცხარე კამათს შეესწრები?

თუ უცნაურ ისტორიას თან ახლავს ფოტომასალა, ეს ამბავი შენთვის დამაჯერებელია?

კითხულობ, რომ 5G ქსელი საშიშია. როგორ იქცევი?

მეგობარი წერს, რომ თურქეთიც ოკუპანტია და მხოლოდ "ერთმორწმუნე რუსეთს" არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, როგორ მოიქცევი?

რას იზამ, თუ რუსულ პროპაგანდას წააწყდები სოციალურ ქსელში?

როგორ მოიქცევი, თუ შენთვის საინტერესო ამბავს გამოხმაურება არ აქვს?

ქვიზი On.ge-მ მოამზადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.