ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, დევიდ მაკალისტერმა თქვა, რომ საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა ელის გათავისუფლებას. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხი განიხილება.

"15 მაისს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გათავისუფლდა, ერთი პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა ჯერ კიდევ ელის გათავისუფლებას. მინდა, რომ ვკითხო ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატს, რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს", — განაცხადა მაკალისტერმა.