ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრი იქნება. ამ თემაზე მან გადაცემა 360 გრადუსში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილის რამდენიმე დღის წინ შეხვდა.

"ფაქტობრივად, საბოლოოდ ჯამში, ის ნაციონალურ მოძრაობაში იქნება. როგორი ფორმით, რანაირად, ეს უკვე ნაციონალური მოძრაობის საქმეა. ჩვენ მეგობრები ვართ მანამ სანამ ვარდების რევოლუცია [იქნებოდა] 1998 წლიდან. მეგობრობა აბსოლუტურად სხვა რამეა, მაგრამ პარტიულობა...", — თქვა გიგი უგულავამ.

ამ დრომდე უცნობი იყო, რომელ პარტიასთან ერთად, ან რა ფორმით გააგრძელებდა ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში ყოფნას. მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.