9 რამ, რაც კომენდანტის საათის დროს მენატრებოდა
53 დღეა, რაც ყოველი მოსაღამოებისას სამყაროს ფანჯრებიდან ვუყურებთ. თუმცა, როგორც ამბობენ, დასასრული ყველაფერს აქვს — 23 მაისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი იხსნება. პირველ რიგში ეს იმას ნიშნავს, რომ საღამოს 9:01 საათზე სახლის ზღურბლზე გადაბიჯების გამო 3 000 ლარის გადახდა აღარ მოგვიწევს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასა და ჰიგიენის ნორმებზე, სხვა შეზღუდვებთან ერთად, უცვლელი რჩება. ცხოვრება იმ ჩვეულ რიტმს არ უბრუნდება, რომელიც სამი თვის წინ გვქონდა. ასე რომ, სრული თავისუფლების ილუზია სჯობს, საკუთარ თავს აქედანვე არ შეუქმნათ.
თუმცა, პატარ-პატარა სიხარულით ტკბობა მაინც შეგვიძლია. როგორც ადამიანი, რომელიც ერთდროულად ინტროვერტიც ვარ და ექსტროვერტიც, გიზიარებთ 9 სიტუაციას, რომელიც კომენდანტის საათის დროს მენატრებოდა და ახლა ისევ შემიძლია, რომ მქონდეს.
1. მაღაზიაში ჩარბენა მაშინ, როცა ყველას ეძინა
როგორც უცებ მონატრებული შოკოლადის გამო, ისე მაცივრის გამოსავსებად დიდ მარკეტში სურსათის კალათის მარტოდმარტო გორიალი და შეგრძნება, რომ დისტოპიურ მომავალში მოვხვდი, სადაც ჩემ გარდა არავინაა. ამ იდეალურ სცენარს თავდამსხმელი რობოტები და სალაროს არარსებობა აკლია.
2. სახლთან ჩამოჯდომა
მაღაზიიდან დაბრუნებისას სახლთან მდებარე სკვერში ჩამოჯდომა, მეგობართან დარეკვა და ბევრი ლაპარაკი, ან უბრალოდ მარტო ყოფნა, ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა და წარმოდგენა, რომ ფილმის მთავარი გმირი ხარ.
3. მეგობრისგან მაშინ დაბრუნება, როცა მინდა
აქ, მგონი, ყველაზე მეტად იჩენს თავს ინტროვერტული ნიშნები, იმიტომ, რომ ჩემნაირებისთვის სიმშვიდის განცდა ყველაზე ახლობელი ადამიანის სახლშიც არ არსებობს — რა შეედრება შინ დაბრუნებას, საკუთარ ლოგინში დაწოლასა და ემოციურ სიმშვიდეს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავი განიჭებს? ალბათ ისევ და ისევ მარტო ყოფნა.
ჰოდა, თან სამსახური, თან მეგობრის ნახვა, თან შინ 9 საათამდე (!) დაბრუნება, თითქმის შეუსრულებელი მისია იყო. ახლა კი, ისევ შეგვიძლია გვიანობამდე გარეთ ყოფნა, შემდეგ სახლში დაბრუნება და მშვიდი ძილით ტკბობა.
4. ოფისში გვიანობამდე დარჩენა
თუ თქვენც გიყვართ სამსახურში გვიანობამდე დარჩენა, თან ისე, რომ საათზე შეხედვაც კი არ გახსენდებათ, მიხვდებით, რა დანაკლისზეც ვსაუბრობ.
5. ქუჩის ხმაური
ახლაც მახსოვს 31 მარტი. თვითიზოლაციაში მარტო ყოფნის დროს 9 საათის მოახლოება — დღე, როდესაც მთელი საქართველო ჰოპერის ნახატებში გადასახლდა.
საღამოს 9 საათის შემდეგ ჩამოწოლილი მდუმარება და ჩამიჩუმი თავიდან თითქოს საზარლადაც ჟღერდა. მერე ვეცადეთ, საინტერესოდ მოგვჩვენებოდა, მაგრამ საბოლოოდ მაგაზე მომაბეზრებელი მაინც არაფერი აღმოჩნდა.
მეგობრებმა ისიც კი მითხრეს, რომ სახლში გადამალული ტელევიზორები გამოჩხრიკეს და ჩართეს, რომ ხმაურის ილუზია შეექმნათ. თუმცა, რამდენიმე ორიგინალურმა ადამიანმა კარანტინში მყოფ მეზობლებს მუსიკა ჩაურთო. ზოგს ისე გაუმართლა, რომ კორპუსის ფასადზე პროექტორით გაშვებულ ფილმებსაც უყურა.
6. პიკნიკის შემდეგ გარეთ დარჩენა
შეგიძლია იქამდე დარჩე გარეთ კუბოკრულ პლედზე წამოწოლილი, სანამ ცაზე ვარსკვლავები არ გამოჩნდება და ბევრი, ძალიან ბევრი ილაპარაკო მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან. და თუ შეგცივდება, სახლიდან სახელდახელოდ თერმოსით წაღებული ჩაით ან ცხელი შოკოლადით გათბე.
7. "სად ხარ?"
ვინ იფიქრებდა, თუ ოდესმე ეს კითხვა მომენატრებოდა, მაგრამ ღამის 12 საათზე დედისგან ზარი და იმის კითხვა, სად ვარ და ხომ კარგად ვარ, ერთ-ერთი ის სიტუაციაა, რომლის გარეშე ცხოვრებაც ძალიან საინტერესოც არაა. კი, 29 წლის ასაკშიც. და როცა 9-ის მერე უბრალოდ სახლში ხარ, ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც სულაც არ გინდოდა.
8. სეირნობა
ღამე გარეთ სეირნობაზე დიდი მონაპოვარი კომენდანტის საათის დასრულებას მაინც არაფერი აქვს — ნებისმიერ ფორმასა და რიცხვში, ფეხით, ველოსიპედით, მარტო თუ სხვებთან ერთად. ან ცარიელ ქუჩებში მანქანით სეირნობა რატომ გამოვტოვო? თან თუ წვიმს და საყვარელი ფლეილისტიც ჩართული მაქვს, მით უმეტეს...
9. სახლში დარჩენა იმიტომ, რომ ასე მინდა
და არა იმიტომ, რომ ვალდებული ვარ.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები