გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ გადაწყვეტილებას მიიღებს, ოქტომბრის არჩევნებზე თბილისში მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ისაუბრა.

"სავარაუდოდ, თუ გადაწყვეტილებას მივიღებ, თბილისი იქნება აუცილებლად, ვაკე. იქ დავიბადე და იქ გავიზარდე და ვერ წარმომიდგენია, სხვაგან რატომ უნდა ვიყარო კენჭი", — აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარ დეპუტატებზე ჯერ არ უსაუბრიათ. კითხვაზე ოპოზიცია მხარს დაუჭერს თუ არა მის კანდიდატურას ვაკეში, ჯაფარიძე პასუხობს:

"წარმოდგენა არ მაქვს, არ გვისაუბრია, არ ყოფილა განხილვა".