რამდენიმე კვირის წინ ნეტფლიქსზე კრის ჰემსვორტის ახალი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის Extraction პრემიერა შედგა, ახლა კი დროა შარლიზ ტერონმა გააოცოს მაყურებელი თავის უსაზღვრო შესაძლებლობებით.

The Old Guard — ასე ჰქვია ფილმს, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე კომიქსის მიხედვით გადაიღეს. ფილმი უკვდავი მებრძოლებისგან შემდგარი ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საერთო საიდუმლოს შენახვასა და გადარჩენას ცდილობს.

ფილმის პირველი ტრეილერი ნეტფლიქსმა სულ ახლახანს გაავრცელა:

შარლიზ ტერონი ფილმში მთავარ როლს ასრულებს: ის განსაკუთრებული უნარის მქონე ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელმძღვანელია. მსახიობობასთან ერთად ის ფილმის ერთ-ერთი მთავარია პროდიუსერიცააა:

"როცა The Old Guard-ის გრაფიკული რომანი წავიკითხე, მაშინვე ვიგრძენი, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა და თანამედროვე მოცუმულობისთვის ძალიან რელევანტური იყო. მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვაა დასმული: არის კი საკმარისი ის, რასაც ვაკეთებდეთ? ჩვენი ქმედებებით ვცვლით კი საერთოდ რამეს? სამყარო უკეთესი გახდა თუ უარესი?" — განაცხადა ტერონმა პროექტზე საუბრისას.

ერთგულ მაყურებლებს, რომელთაც შარლიზ ტერონი კარგად ახსოვთ ისეთ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, როგორებიცაა Atomic Blonde და Mad Max: Fury Road, მაშინ მოუთმენლად უნდა დაელოდონ 10 ივლისს, როცა ამ ახალი ფილმის პრემიერა შედგება და შარლიზ ტერონს სუპერგმირის როლში ვიხილავთ.