თუ ჩვენს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა, უნდა ეცნობებინათ — გამყრელიძის პასუხი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ სომხეთში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს კორონავირუსი უდასტურდებოდათ, სომხეთს ამის შესახებ საქართველოსთვის უნდა ეცნობებინა, რადგან ორივე ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონვენციის წესების ხელმომწერია. ასე უპასუხა მან სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებებს, რომლებიც "არადიპლომატიურად" შეაფასა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ტოროსიანმა ონლაინკონფერენციისას მეზობელ ქვეყნებს შორის ეპიდსიტუაციისა და ინფიცირებულთა სტატისტიკის განსხვავება მიმოიხილა და არაერთი ვარაუდი გამოთქვა იმაზე, რომ საქართველოში სტატისტიკა არაზუსტია. მისი თქმით, არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში 40 000 ადამიანის ტესტირება PCR ტესტით ჩატარდა, სწრაფი ტესტები კი არასანდოა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოდან ჩასულ მძღოლებს ხშირად უდასტურდებოდათ კორონავირუსი მაშინ, როცა ქვეყანა ინფიცირებულთა დაბალ რაოდენობაზე საუბრობდა. ტოროსიანის თქმით, მისთვის უცნობია ისიც, შედიან თუ არა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკაში პნევმონიით გარდაცვლილები. ტოროსიანმა დასძინა, რომ სომხეთშით გაცილებით უფრო ძლიერი ანტიეპიდემიური სისტემა აქვთ და ისურვებდა, რომ საქართველოსაც ასეთივე ჰქონდეს.
გამყრელიძის თქმით, დარწმუნებული არ არის, რომ ეს სიტყვები ტოროსიანს ეკუთვნის, რადგან მას პირადად იცნობს და მსგავსი განცხადება "არადიპლომატიურია". მისივე თქმით, როცა საქართველოში სომხეთის მოქალაქეს დაუდასტურდა ინფიცირება, მათ სომხეთსაც აცნობეს და ჯანმოსაც.
გამყრელიძემ ასევე განმარტა, რომ სწრაფი ტესტებით გამოკვლევა საერთო მაჩვენებელში არ აღირიცხება და საქართველოში ნამდვილად 40 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს PCR ტესტით. რაც შეეხება პნევმონიით გარდაცვლილთა სტატისტიკას, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მათ ვებგვერდზე ქვეყნდება ყოველწლიური სტატისტიკა, სადაც ჩანს, რომ წელს განსაკუთრებული ცვლილება არ არის და სურვილის შემთხვევაში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს თავადაც შეუძლია ნახოს ეს მაჩვენებლები.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირების თითქმის 6 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, გარდაცვლილია 70-ზე მეტი და გამოჯანმრთელებულია 2 ათასზე მეტი. საქართველოში კი ინფიცირების 700-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის, გარდაცვლილია 12 და გამოჯანმრთელებულია თითქმის 500 ადამიანი.
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
კომენტარები