ვარკეთილში მდებარე "ანას ბაღის" დამცველები თბილისის მერიასთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ. "ადგილი მოუნაცვლე", — ამ სიტყვებით მიმართავენ აქტივისტები თბილისის მერს, კახი კალაძეს. ისინი ისევ ბაღის ტერიტორიის დაბრუნებასა და კორპუსის მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ.

აქტივისტებმა თბილისის მერს ერთსაათიანი ულტიმატუმი მისცეს. ისინი ითხოვენ, რომ თბილისის მერმა ადგილმონაცვლეობაზე მოლაპარაკაბები დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 13 ივნისს უფრო დიდ აქციას გამართავენ მერის გადადგომის მოთხოვნით.

თბილისის მერი, კახა კალაძე ვარკეთილში მდებარე ანას ბაღის დამცველებს "უსაქმური ადამიანების ჯგუფს" უწოდებს. ეს განცხადება მან დღეს, 23 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას გააჟღერა. მერი ამტკიცებდა იმასაც, რომ ანას ბაღს არაფერი ემუქრება და რომ მისივე მერობის პერიოდში, "ბევრი სკვერი და პარკი გადაარჩინეს".

27 აპრილს მშენებლობის შეჩერების შესახებ განჩინება სააპელაციომ საქალაქოს უკან დაუბრუნა შენიშვნით, რომ "თანაზომიერების პრინციპი", ანუ ყველა მხარის პოზიცია (მათ შორის კომპანიის) იყოს დაცული.

ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10- სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან ეს პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს.

თბილისის მერი ანას ბაღის საკითხს თებერვალშივე გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ანა ბაღს არანაირი პრობლემა არ ექმნება. ის აღნიშნავს, ბაღთან მიმართებაში მერიას თავისი დამოკიდებულება აქვს და ერთადერთი, რაც იგეგმება, ბაღის სრულ რეაბილიტაციაა.

კალაძემ ამის შესახებ მაშ შემდეგ ირწმუნებოდა, რაც ანას ბაღის გადასარჩენად ადგილობრივმა მოსახლეობამ და აქტივისტებმა ტერიტორიაზე ასფალტი აყარეს და მცენარეები დარგეს, მშენებელმა კომპანიამ კი პარტიზანულად მოწყობილი დასასვენებელი სივრცე მოშალა.