თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 29 მაისიდან მუშაობას აღადგენენ ავტობუსები და მეტრო, ასევე მიკროავტობუსები. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ამასთან, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში კონდიცირება არ იქნება.

"ასევე, უნდა გაფრთხილდეს ჩვენი ავტობუსის მძღოლები, რომ არავითარ შემთვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია და მაქსიმალურად ნიავდებოდეს. მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა, ისედაც ჰაერი ნიავდება", — აღნიშნა მერმა.

ამავე თემაზე: