ნოლანის ახალი ფილმის გაგება თავად მსახიობებსაც გაუჭირდათ
რამდენიმე დღის წინ კრისტოფერ ნოლანის ფილმის Tenet ახალი ტრეილერი გავრცელდა და მაყურებელი მაშინვე დარწმუნდა, რომ, როგორც ამ რეჟისორის შემოქმედებას შეეფერება, მომავალ ფილმშიც შთამბეჭდავი სანახაობის ხილვასთან ერთად სიუჟეტთან დაკავშირებით მრავალი კითხვა გაგვიჩნდება.
"დროის შებრუნება" — მსგავსი ტერმინი გაჟღერდა ტრეილერში, რომელმაც ყველაზე მეტი კითხვა გამოიწვია, თუმცა, როგორც ჩანს, თავად მსახიობებსაც გაუჭირდათ, რომ ფილმში მოთხრობილ ისტორიაში ბოლომდე გარკვეულიყვნენ.
"ყოველდღე ვაწუხებდი ნოლანს კითხვებით, თუმცა ის ძალიან თავაზიანი იყო და პასუხს ყოველთვის მშვიდად და მოთმინებით მცემდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა მსახიობები ისტორიას სწორად მიჰყოლოდნენ და თავიანთი მაქსიმუმი გაეკეთებინათ იდეის განსახორციელებლად. ამიტომაც ის მოთმინებით ეკიდებოდა ჩვენს კითხვებს და ძალიან თავაზიანად გვეპყრობოდა", — განაცხადა ჯონ დევიდ ვაშინგტონმა, რომელიც ფილმში მთავარ როლს ასრულებს.
რაც შეეხება რობერტ პატინსონს, რომელიც ასევე თამაშობს კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმში, GQ-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფილმის ბოლომდე გაგება მასაც გაუჭირდა, თუმცა თავად რეჟისორის განცხადებით, პატინსონთან მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერი იყო:
"მას კარგად ესმოდა ჩემი, რადგან სცენარი მთლიანად გაიგო. მაგრამ იმისათვის, რომ Tenet-ის სცენარი გაიგო, აუცილებელია მაყურებლის თვალით შეხედო და ისე განსაჯო. პატინსონმა კი ამას კარგად გაართვა თავი", — ამბობს ნოლანი.
რეჟისორმა ფილმის იდეაზეც ისაუბრა:
"ეს არის ძალიან ამბიციური და დიდი მასშტაბის ფილმი, რომელიც ჯაშუშებზე გადაღებული ფილმების ჟანრს სრულიად ახალ სახეს აძლევს და ცდილობს, რომ მაყურებელი იქ ამოგზაუროს, სადაც მანამდე არ ყოფილან და ამას არც კი ელოდნენ".
შეგახსენებთ, რომ Tenet-ის პრემიერა 17 ივლისსაა დაგეგმილი და ის ერთ-ერთი პირველი დიდი ჰოლივუდური პროექტი იქნება, რომელის ხილვაც პანდემიის შემდეგ მაყურებელს კინოთეატრებში შეეძლებათ.
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
კომენტარები