რუსეთი ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად ყველა კორპუსსა და დოკუმენტებზე წვდომას ითხოვს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად რუს სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ წვდომა შენობის ყველა კორპუსზე, ასევე დოკუმენტებზე.
"ბიო-ობიექტის მონახულების მიზანშეწონილობას ვხედავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება გარანტია, რომ წვდომა გვექნება ყველა ლაბორატორიულ კორპუსზე, მათ შორის, იმ შენობებზე, სადაც ამერიკელი სპეციალისტები არიან. ასევე, ყველა დოკუმენტზე", — აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ მხოლოდ ასეთი ფორმატი უზრუნველყოფს რეალურ შემოწმებას.
ამასთან, მათი მოთხოვნაა, რომ ვიზიტი შედგეს ორმხრივ საფუძველზე და სხვა ქვეყნების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გარეშე. გარდა ამისა, ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ელოდება ოფიციალურ პასუხს შესაძლო ვიზიტის ნოტაზე, რომელიც საქართველოში 2019 წლის ივნისში გამოიგზავნა.
მოსკოვში საუბრობენ ლუგარის ლაბორატორიის ამერიკის მხრიდან დაფინანსებაზეც:
"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, თითქოს ამ ლაბორატორიაზე სრულ ფინანსურ კონტროლს ახორციელებს, მის ბაზაზე ჩატარებული კვლევებს კურირებენ და აფინანსებენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყებები და მათთან აფილირებული სტრუქტურები".
ამასთან, რუსეთი პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს განცხადებებს რუსულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით და ამის მიზეზად მორიგ დეზინფორმაციას ასახელებს: "რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ ცენტრის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობისგან".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს ვრცელი განცხადება გაავრცელა, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერტების დაშვება მოითხოვა და ლაბორატორიის შესახებ არაერთი დეზინფორმაცია ფაქტად წარმოაჩინა, თითქოსდა ლუგარში, რომელიც ამერიკული მხარის დახმარებით აშენდა, ბიოიარაღი მზადდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი თქვა, რომ ქვეყანა ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის კონვენციის მონაწილეა, რომლის ფარგლებშიც შექმნილია ეფექტური მექანიზმი ცენტრის ტრანსპარანტულობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ სისტემის ფარგლებში 2018 წელს მოწვეული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, რომლებმაც უარი თქვეს მონაწილეობაზე. დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო მზად არიან კიდევ ერთხელ ჩაატაროს წვრთნები საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და რუსეთის წარმომადგენელს შეუძლია დაესწროს, თუმცა ორმხივად, კონკრეტულად რუსეთისთვის კი მსგავსს არ ჩაატარებენ და ამის ვალდებულებაც არ აქვთ.
რუსეთს ლუგარის ლაბორატორია პროპაგანდისთვის არაერთხელ გამოუყენებია. ლაბორატორიის გახსნის დღიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ ვაშინგტონი მას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. რუსეთის ბრალდებები არაერთხელ უარყო და სიცრუე უწოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და აშშ-მ.
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვაChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს ChatGPT-ის გამოყენება მეხსიერების დაქვეითებასთან დააკავშირეს
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
კომენტარები