ხანძრის შემდეგ ავსტრალიის ველური ბუნების პარკში პირველი კოალა დაიბადა
მას შემდეგ, რაც გასულ წელს ავსტრალიის ტყეებში რამდენიმე თვის განმავლობაში ხანძარი მძვინვარებდა, ველური ბუნების პარკში პირველი კოალა დაიბადა.
პატარა კოალა, რომელსაც ეში (Ash) დაარქვეს, ისეთი პატარაა, რომ ჯერ კიდევ დედის ჩანთაში იზრდება და ამის ამსახველი პირველი კადრებიც პარკმა თავის ფეიბუქგვერდზე გაავრცელა.
"განსაკუთრებული სიახლე გვაქვს... ამ სეზონის პირველი კოალა დედის ჩანთიდან გამოიჭყიტა, რომ მოგესალმოთ!" — ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
ეს სიახლე ველური ბუნების პარკში განსაკუთრებულად აღნიშნეს და პატარა კოალას "ავსტრალიის ადგილობრივი ბუნების იმედი" უწოდეს.
კორონავირუსის პანდემიის გამო პარკი ბოლო პერიოდში დაკეტილი იყო, თუმცა შემდეგი კვირიდან დამთვალიერებლებს კვლავ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ პარკის მუდმივი და ახალი წევრები მოინახულონ.
ეს განსაკუთრებულად სასიხარულო ამბავია მთელი ავსტრალიისთვის, რადგან ხანძარმა, რომელიც გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში მძვინვარებდა, სხვა მასშტაბურ ზარალთან ერთად ენდემური სახეობების არსებობას შეუქმნა საფრთხე.
განსაკუთრებით დაზარალდნენ კოალები: ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვარაუდობდნენ, რომ ეს ფაქტი კოალების გადაშენებას შეუწყობდა ხელს. ამის გამო სპეციალისტებთან ერთად რიგითი მოხალისეებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, რომ უმწეო კოალები ხანძარს გაერიდებინათ.
მათ შორის ინტერნეტში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ვიდეომ, რომელშიც ასახულია კადრები, თუ როგორ შევარდა ცეცხლმოკიდებულ ტყეში ავსტრალიელი ქალი კოალის გადასარჩენად.
მრავალი მცდელობის მიუხედავად, ხანძრის შედეგები მაინც წარმოუდგენლად საგანგაშო აღმოჩნდა: ახალი კვლევის თანახმად, ხანძარმა 5 000-ზე მეტი კოალა შეიწირა.
შესაბამისად, გადაშენების პირას არსებული სახეობის ყველა ახალი წევრის დაბადება არა მხოლოდ ავსტრალიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ ბუნებრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას კლიმატის ცვლილების პირობებშიც შევძლებთ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები