ორი თვის შემდეგ დღეს, 29 მაისს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, თუმცა შეზღუდვებით. აკრძალულია პირბადის გარეშე ტრანსპორტში შესვლა, ასევე, არ შეიძლება მგზავრების ფეხზე დგომა.

გუშინ, 28 მაისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადით ავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ავტობუსი არ დაიძრება".

კალაძის თქმით, ავტობუსის წინა კარი იქნება დაკეტილი, ასევე, შეუძლებელია მძღოლთან მიახლოვებაც. დიდ ავტობუსებში მხოლოდ ორი კარი გაიღება, პატარაში — ერთი.

ეპიდემიოლოგების მითითებით, ზაფხულში არ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში არ ჩართავენ კონდიციონერს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, გაგრილების სისტემა ვირუსის გავრცელების რისკს ზრდის.

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა. დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ასევე, სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვაც. ამასთან შეზღუდულია ტაქსებით სამზე მეტი პირის გადაადგილება და მძღოლები ვალდებული არიან პირბადეები ატარონ.