ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, მან არა 8 ტყუილი თქვა, არამედ 8 სიმართლე ესროლა პრემიერს და 8-ვე შუბლში მოარტყა. მისი თქმით, სიმართლის მოსმენის შემდეგ პრემიერმინისტრი ტრიბუნიდან გაიქცა.

"თურმე კობახიძეს განუცხადებია, რომ თურმე რომან გოცირიძემ 5 წუთში8 ტყუილი თქვაო. სინამდვილეში იყო საქმე შემდეგნაირად: 8 სიმართლე ვესროლე და 8-ვე მოხვდა შუბლში. აი, ეს არის სიმართლე. ამიტომ, პრემიემინისტრმა დღეს, ფაქტობრივად ფარ-ხმალი დაყარა და გაიქცა ტრიბუნიდან. ვერცერთ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი", — განაცხადა გოცირიძემ.

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარლამენტში მოსული პრემიერმინისტრისთვის კითხვის დასმისას, რომან გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვა.

დღეს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ინტერპელაციის წესით პარლამენტშია მისული.