25 მაისს მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში დაპატიმრებისას შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო უკვე ერთ კვირაზე მეტია ამერიკის ათეულობით შტატში მასშტაბური აქციები იმართება.

აშშ-ის მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც შეუერთდნენ თანამოაზრეები და ყველანი ერთად სისტემური რასიზმის პრობლებს აპროტესტებენ.

ამ მოვლენების გაშუქებისას საერთაშორისო მედიასა თუ სოციალურ ქსელებში სხვადასხვაგვარ ინფორმაციას ვაწყდებით: დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის, მაღაზიების დარბევა, ძალის გადამეტება, ათასობით ადამიანის დაკავება და ა.შ.

ამის მიუხედავად, პროტესტის დროს არაერთი ამაღელვებელი და ემოციური მომენტი იყო, როცა აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად საერთო ინტერესებს იცავდნენ.

ახლა სწორედ რამდენიმე ასეთი შემთხვევის მაგალითს გაჩვენებთ:

1. შავკანიანი მოქალაქეები თავის გუნდს ჩამოშორებულ პოლიციელს იცავენ

ფოტო: reddit.com

2. ომის ვეტერანი აქციაზე: "ამ ქვეყნისთვის იმიტომ არ მიბრძოლია, რომ ვუყურო, თუ როგორ კლავენ ჩემს შავკანიან ძმებსა და დებს ქუჩებში"

ფოტო: reddit.com

3. ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში პოლიციელები აჩვენებენ დემონსტრანტებს, რომ მათი სიბრაზისა და იმედგაცრუების ესმით

ფოტო: reddit.com

4. აქციის მონაწილე და პოლიციის ოფიცერი აქციაზე ქალაქ ფარგოში ბანერით: "არსებობს მხოლოდ ერთი რასა... ადამიანური რასა!"

ფოტო: reddit.com

5. კიდევ ერთი ემოციური კადრი აქციიდან

ფოტო: reddit.com

6. "არ მჯერა, რომ 66 წლის ვარ და ისევ ამ ყ*ეობას ვაპროტესტებ"

ფოტო: reddit.com

7. პროტესტს ფილადელფიაში სამედიცინო პერსონალიც შეუერთდა

ფოტო: reddit.com

8. სამართალდამცავი და აქციის მონაწილე ერთმანეთს მეგობრულად ესალმებიან

ფოტო: reddit.com

9. აქციის შემდგომ ადგილობრივი მოსახლეობა თავად ასუფთავებს ქუჩებს

10. პოლიციელები კანზას-სიტიში ადგილობრივ აქციას შეუერთდნენ: "შეწყდეს პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობა"

ფოტო: dyllyp

11. კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზში პოლიციის მეთაურმა მშვიდობიან დემონსტრანტებს პატივისცემის ნიშნად დაუჩოქა

ფოტო: reddit.com

12. მინეაპოლისში აქციის მონაწილეები რიგითმა მოქალაქეებმა საკვებით მოამარაგეს

ფოტო: reddit.com

13. რამდენიმე მოქალაქე ბარიკადებით ცდილობს, რომ მაღაზია გაძარცვისგან დაიცვას

ფოტო: reddit.com

14. პოლიციის კაპიტანი დემონსტრანტებს შეუერთდა

15. მინეაპოლისში რესტორანი აქციის მონაწილეებს უფასო ჰოთ-დოგს, წყალსა და პირველად დახმარებას სთავაზობს. ამ განცხადების ბოლოს კი ვკითხულობთ: "იმის აქ დაწერა არ შეგვიძლია, რომ თუ გვთხოვთ, ლუდსაც დაგალევინებთ"

ფოტო: reddit.com

16. ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში პოლიციელები თანადგომას უცხადებენ აქციის მონაწილეებს

ფოტო: reddit.com

17. ეს მოქალაქე კი რასისტების გარდა ყველას უფასო წყალს სთავაზობს

ფოტო: reddit.com

18. კიდევ ერთი პოლიციელი დემონსტრანტებთან ერთად

19. მუხლზე დაჩოქილი პოლიციელები აქციის მონაწილეების პირისპირ ორეგონის შტატში

ფოტო: reddit.com

20. და ბოლოს: ემოციური მომენტი პოლიციელსა და აქციის მონაწილეს შორის

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.