უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ქართული ოცნების საარჩევნო სიის ლიდერობაზე საუბარი ყოფილ პრემიერთან მამუკა ბახტაძესთანაც ჰქონდეთ. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

"ჯერ არაფერი არ ვიცით, ყველასთან გვექნება ბუნებრივია საუბარი. მამუკა ბახტაძესთანაც, რა თქმა უნდა, შეიძლება გვქონდეს საუბარი თუ მას აქვს ასეთი ინტერესი. ყველასთან გვექნება საუბარი და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება სია. ჯერ ამაზე საუბარი ადრე", — თქვა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე პრემიერობიდან 2019 წლის 2 სექტემბერს ფეისბუქ პოსტით გადადგა. ის ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მეოთხე პრემიერ-მინისტრი იყო.