დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ახალი რეგულაციებით ზოგიერთი კლინიკა ვალდებული იქნება, ჰქონდეს PCR ტექნოლოგია ან 24 საათში სხვასთან ჩააატაროს ტესტი. ამ თემაზე მან მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.

"მზადდება ცვლილება რეგულაციებში, რომ ყველა დიდ კლინიკას 100-ზე მეტ საწოლზე ექნება აუცილებლობის ვალდებულება, რომ მათ ჰქონდეთ თვითონ PCR ტექნოლოგიის საშუალება, ან 24 საათში ჩაუტარონ შესაბამისი ხელშეკრულებით. ეს უფრო და უფრო გაფართოვდება", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ამ ზაფხულის განმავლობაში ქვეყანამ უნდა შეძლოს ყველა შესაძლო შემთხვევის გატესტვა. გამყრელიძემ თქვა, რომ დღეს საქართველოში PCR ტესტირებას 18 ლაბორატორია აკეთებს და მათი რიცხვი ივლისის განმავლობაში 24-მდე გაიზრდება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთაგან 1 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია. 4-ის წყარო კი უცნობია.

სულ შემთხვევები 828-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 694 გახდა. გარდაცვლილია 13 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3 230 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 285.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: