დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, უახლოეს ორ დღეში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ტესტირებაში 25 პოლიკლინიკა ჩაერთვება. ამ თემაზე მან გაცხადება მთავრობის ბრიფინგზე გააკეთა.

"დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. ეკონომიკის გახსნასთან და შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მეორეს მხრივ, მზადყოფნა უნდა იყოს ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნეს გამოვლენილი ყველა ინფიცირებული. დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოს ცხელების ცენტს და უკვე ხვალ-ზეგიდან შესაძლებელია იქნება მიმართონ, ასევე, 25 პოლიკლინიკას, საქართველოს მასშტაბით, სადაც ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ კვლევა", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მთავრობა ამტკიცებს ახალ დადგენილებას რომელიც PCR ტესტირების და ზოგადად ტესტირების გაფართოებას შეეხება. მისი თქმით, საქართველოში თებერვალში დღიური ტესტირების მაჩვენებელი იყო 27, მარტში 73, აპრილში 473 და მაისში და ივნისში კი დღიურად 1 480-1 500-ის ფარგლებში.