დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მოქალაქეების ნაწილის ქცევიდან გამომდინარე სიტუაცია შეიძლება უფრო სწრაფად დაიძაბოს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"თუ კარგად მოვიქცევით, აი ასე იქნება და დიდი პრობლემები არ შეიქმნა, თუ სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილის ქცევას, როცა ვუყურებთ, შეიძლება, სიტუაცია ძალიან დაიძაბოს, უფრო ადრე გაცილებით, ვიდრე ამას ველოდებოდით", — თქვა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის თქმით, ყველა ვინც ქვეყანაშია წინასწარ უნდა ფიქრობდეს, რა მოხდება შემოდგომაზე და წინასწარ, ახლა იყვნენ მზად ამ სიტუაციისთვის.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 879 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 14. კარანტინის რეჟიმში 2 710 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 267.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: