დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოსახლეობამ ისევ "აიშვა" არსებობს რისკი, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს.

"თუ ჩვენ არ მოვუფრთხილდით ამ დიდ ერთობლივ მონაპოვარს, ისევ და ისევ "ავიშვით" და როგორც გვინდა, როგორც შარშან ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ, რა თქმა უნდა, არის რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ თქვა, რომ თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ამ დინამიკით წავიდა ის არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 879 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 704 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 14. კარანტინის რეჟიმში 2 710 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 267.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო უცნობია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: