NGO-ები ანა დოლიძეს მოუწოდებენ, რომ თუ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობა დატოვოს
არასამთვარობო ორგანიზაციები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დაფუძნებას ეხმიანებიან და ამბობენ, ეს მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.
"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელმომწერი ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზების საკითხს. სწორედ ამ მიზნით, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ პარლამენტის წევრები, ისინი ჩანაცვლდნენ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებით, რომლებსაც აეკრძალათ პოლიტიკური გაერთიანების წევრობა და პოლიტიკური საქმიანობა. ამგვარი საქმიანობის განხორციელება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის წინაპირობას წარმოადგენს. კანონის მიზანია სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა და შენარჩუნება", — ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს.
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), უფლებები საქართველო, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD).
2020 წლის 21 მაისს, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა ხალხისთვის დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი "სუფთა ხელებით", ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, ანა დოლიძემ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე "მანიფესტი ხალხისთვის" გამოაქვეყნა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები