კომპანია აჭარაბეთის ინფორმაციით, მათთვის მნიშვნელოვანია ინოვაციების და ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა და კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოში ამ დარგის განვითარებისთვის ინვესტიციას მუდმივად ახორციელებს. მათ შორისაა, პირველი ციფრული ტექ-ფესტივალი aTech Restart, რომლიც აჭარაბეთის ინიციტივით და ფინანსური მხარადჭერით Startup Grind Tbilisi Georgia-სთან ერთად გაიმართება.

ტექ-ფესტივალი 18-21 ივნისს მოეწყობა და მისი თემაა "ტექნოლოგიური ადაპტაცია ახალ რეალობასთან".

ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება ტექ ჰაკათონი, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ ინოვაციური იდეა და ამ იდეის ტექნოლოგიური გადაწყვეტა იმის შესახებ თუ "როგორ უნდა გავერთოთ მომავალში, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით?"

გამარჯვებულებისთვის კომპანია აჭარაბეთი დამატებით 20.000 ლარიან საპრიზო ფონდს გამოყოფს.

ფესტივალის მონაწილეებს, ასევე შესაძლებელობა ექნებათ ონლაინ მოუსმინონ და კითხვები დაუსვან საინტერესო სტუმრებს როგორებიც არიან:

ზურა ჯიშკარიანი

თემა: ციფრული ასისტენტები და ავატარ-თერაპია

სოფიო გაჩეჩილაძე

თემა:მომხმარებლის გამოცდილება — ქვესტი სტარტაპების წარმატებისთვის

დავით ჩეჩელაშვილი

თემა: გართობის ინდუსტრიის მომავალი

ირაკლი დავარაშვილი

თემა: პირველი ქართული ინტერაქტიული კინო-თამაში

ვახო მდივანი

თემა:მომხმარებლის გამოცდილება - მარკეტინგის გემიფიკაცია

კომპანია აჭარაბეთის შესახებ:

20 წელია adjarabet.com საქართველოში ონლაინ გართობის ადგილია, რომლის მიზანია დანერგოს ინოვაციური პროდუქტები და მუდმივად სიახლეები შესთავაზოს მომხმარებელს. კომპანიაში 800-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და სარგებლობს იმ მნიშვნელოვანი ბენეფიტებით. აღნიშნულ სფეროში, საქართველო როგორც ქვეყანა საერთაშორისო სივრცეს სწორედ აჭარაბეთის მეშვეობით შეუერთდა, შემდგომ კი კომპანიამ პროდუქტები და სერვისები საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა. დღეისათვის adjarabet.am – მეზობელი ქვეყნის ონლაინ გართობის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია. უკვე წელიწადზე მეტია რაც adjarabet.com მსოფლიოს წამყვანი ონლაინ თამაშების კომპანია Flutter Group-ის ოჯახის წევრი გახდა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 100 ინდექსში შედის.