თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების არარსებობა მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ამ თემაზე კომენტარი მან მედიასთან გააკეთა.

"ახალი შემთხვევის არ ქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას, ჩვენ ისევე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჯერ-ჯერობით, როგორც ვცხოვრობთ, რეგულაციები არსად არ წასულა. [...] არ არის ახალი შემთხვევა, მაგრამ ეს მოდუნების შესაძლებლობას არ გვაძლევს, კვლავ რჩება სოციალური დისტანცირების საკითხი და აუცილებლად პირადი დაცვის საშუალებები, პირბადეებზე", — თქვა მარინა ეზუგბაიამ.

16 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი მონაცემები არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაუდასტურა.

StopCov.ge-ზე ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლოს 15 ივნისს განახლდა და მათი რიცხვი 879-ია. ამასთან, საქართველოში კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან და მათი რაოდენობა 724-მდე გაიზარდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: