კორონავირუსმა ქალების მდგომარეობა გააუარესა და გენდერული უთანასწორობა გააღრმავა — UN Women
პანდემიის შედეგად, ქალებისთვის საოჯახო საქმეებზე გაწეული აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი კიდევ უფრო გაიზარდა. მაგალითად, ბავშვების მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე მათ ახლა გაცილებით დიდი დროის დახარჯვა უწევთ.
ქალების მდგომარეობაზე კორონავირუსის დროს სწრაფი გენდერული ანალიზი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარა.
გამოკითხული ქალების 61% ამბობს, რომ ისინი ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობენ, 41%-ს დალაგებაზე დახარჯული დრო გაეზარდა, 31%-ს კი — საჭმლის კეთებაზე.
საინტერესოა იმ ძირითადი საქმიანობების შედარებაც, რომლებსაც ქალები და კაცები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ასრულებენ. ქალების შემთხვევაში მთავარი საქმიანობების ხუთეული ასეთია:
- საჭმლის მომზადება;
- დალაგება;
- სახლის საქმეების მართვა;
- ბავშვებზე ზრუნვა;
- ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა.
კაცების შემთხვევაში კი მთავარ საქმიანობები ასე გადანაწილდა:
- სახლის საქმეების მართვა;
- საყიდლებზე სიარული;
- დასვენება;
- შინაური ცხოველების მოვლა;
- ბავშვებთან თამაში.
ამავე კვლევის მიხედვით, პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% აცხადებს, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ.
"ასევე, კვლევა აჩვენებს, რომ პანდემიამ და კარანტინმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგოების მდგომარეობა გაამწვავა. რადგან შეზღუდვები ინფრასტრუქტურის პრობლემებს ამძაფრებს, შშმ ქალები და გოგოები, განსაკუთრებით კი უსინათლოები, კარგავენ წვდომას მზრუნველობაზე, რომელიც მათ გადაადგილებისთვის ესაჭიროებათ", — ამბობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში.
UN Women Georgia-მ საქართველოს მასშტაბით 1069 ადამიანი სატელეფონო ინტერვიუს სახით გამოკითხა. მათ შორის, 572 ქალია და 497 — კაცი. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ანგარიში სრულად ხელმისაწვდომი ივნისის ბოლოსთვის იქნება.
"სწრაფი გენდერული ანალიზი მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ პანდემიაზე რეაგირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინებასა და პანდემიაზე რეაგირებისა და მზაობის გეგმის გენდერული მგრძნობელობის უზრუნველყოფას", — ამბობენ UN Women-ში.
კვლევა ჩატარდა პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი პროგრამის "სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საქართველოში" მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის მხარდაჭერით.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები