პირველი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ისინი ვალდებული იქნებიან PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი თუ მათ PCR ტესტის საშუალება არ აქვთ და დოკუმენტი არ ექნებათ, ტესტირება აეროპორტში ჩაუტარდებათ.

"იმ შემთხვევაში თუ ტურისტების დიდი ნაკადი მივიღეთ, გვაქვს მოლაპარაკებები სასტუმროებთან, სადაც განთავსდებიან ტურისტები და იქ დაელოდებიან PCR ტესტის პასუხს", — აღნიშნა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ტესტირების ხარჯებს, მინისტრი ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ მუშაობენ.

"ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის სხვა მოთხოვნები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი საქართველოსთვის სხვა მოთხოვნებს აკეთებენ და ეს არის ორი ქვეყნის და ყველა იმ მწვანე ქვეყნის მოლაპარაკების საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა შევჯერდით", — განაცხადა ტიკარაძემ.