ზელიმხან ხანგოშვილის მკველელობის შეკვეთაში გერმანიამ რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარუდგინა. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ინფორმაციით, პროკურატურის ტექსტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა დანაშაული რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით შეასრულა.
როგორც პროკურატურაში ამბობენ, რუსეთის ხელისუფლებად დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაციის დავალება გასცეს.
"შეკვეთილ მკვლელობას წინ უძღვებოდა მსხვერპლის ოპოზიციური დამოკიდებულება, რომელიც მას რუსეთის სახელმწიფოსთან, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების მთავრობებთან და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან ჰქონდა", — ნათქვამია დოკუმენტში.
ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ ხანგოშვილი ფედერალური არმიის წინააღმდეგ ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, ხოლო 2008 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთთან საომრად დაჯგუფება შეკრიბა.
ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
პროკურატურის განცხადებაში მკვლელობაში ბრალდებულის გვარს არ ამბობენ და მხოლოდ ვადიმ კ.-თი მოიხსენიებენ. 2019 წლის დეკემბერში Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ვადიმ კრასიკოვი ჰქვია, ხოლო გერმანიაში ის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.
როგორც გერმანიის საგამოძიებო უწყების ტექსტშია აღნიშნული, დავალების შესასრულებლად ვადიმ კრასიკოვი 17 აგვისტოს მოსკოვიდან ჯერ პარიზში გაემგზავრა, იქიდან კი 20 აგვისტოს ვარშავაში გადავიდა. პოლონეთიდან ის უცნობი მარშრუტით ბერლინში 22 ივნისს გაემგზავრა. შენგენის ზონაში შესვლისთვის მან ვადიმ სოკოლოვის პასპორტი გამოიყენა, რომელიც ბრიანსკში რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გაიცა.
23 აგვისტოს ბერლინის ერთ-ერთ პარკში ვადიმ კრასიკოვი ზელიმხან ხანგოშვილს ველოსიპედით უკნიდან მიუახლოვდა, ხოლო როცა მიუახლოვდა Glock 26-ის ტიპის იარაღიდან ესროლა. როგორც პროკურატურა აღწერს, ხანგოშვილი მიწაზე დაეცა, ველოსპიდიდან ჩამოვარდა ბრალდებულიც, თუმცა მალევე მიუახლოვდა ხანგოშვილს და თავში კიდევ ორჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის ლიკვიდაციაში თანამონაწილეობას უარყოფს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მას "ბოევიკს" უწოდებდა და ამბობდა, რომ მოსკოვის მეტროს აფეთქებაში იყო დამნაშავე. მისივე თქმით, რუსეთი გერმანიისგან ხანგოშვილის გადაცემას მოითხოვდა. გერმანია კი ამას უარყოფს.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
კომენტარები