ოპოზიციურმა ერთობამ თბილისში მაჟორიტარობის 6 კანდიდატი დაასახელა, რომელთა ვინაობა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გაამხილა.

ამ ეტაპზე დანარჩენი 2 ოლქის კანდიდატი უცნობია და პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კონსულტაციები გრძელდება. რაც შეეხება 6 ოლქს, კანდიდატები ასე გადანაწილდა:

  • ნაძალადევი — შალვა ნათელაშვილი;
  • მთაწმინდა-კრწანისი — შალვა შავგულიძე;
  • ვაკე — ელენე ხოშტარია;
  • ისანი — გიორგი ვაშაძე;
  • სამგორი — ლევან ხაბეიშვილი
  • გლდანი — ნიკა მელია.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, დარჩენილ ორ ოლქთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ აქ ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იყოს და არაა აუცილებელი, პოლიტიკოსები იყვნენ.