ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მდებარე ხორცისა და ზღვის პროდუქტების ბაზარში კორონავირუსი აღმოაჩინეს. ოფიციალური პირების განცხადებით, ტერიტორიისთვის დამახასიათებელი დაბალი ტემპერატურა და ჰაერის მაღალი ტენიანობა, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებისთვის დამხმარე ფაქტორები ყოფილიყო.

ჩინეთის დედაქალაქი COVID-19-ის ახალი შემთხვევების ტალღას ებრძვის, რაც სინფადის საკვების ბაზართანაა კავშირში.

უკანასკნელი აფეთქების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და საზოგადოებაში გარკვეული შიშები გაჩნდა.

სინფადის ბაზარში მომუშავე პაციენტებიდან ყველაზე მძიმედ ისინი არიან, ვინც ზღვის პროდუქტებს ყიდდნენ. მათ საქონლისა და ცხვრის ხორცის გამყიდველები მოსდევთ. ჩინეთის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ვუ ზუნიომ განაცხადა, რომ, რომ ზღვის პროდუქტების სექციის პაციენტებმა სიმპტომები სხვებზე ადრე გამოავლინეს.

ზუნიოს მიხედვით, დაბალი ტემპერატურა ვირუსის გადარჩენის შანსს ზრდის და ასევე ჰაერის მაღალი ტენიანობა, შესაძლოა, ხსნიდეს, თუ რატომ წარმოადგენს ზღვის პროდუქტების ბაზრობები აფეთქებების ძირითად წყაროს.

მიმდინარე კვირას ჩინეთში ევროპიდან ორაგულის იმპორტი შეჩერდა, რადგან არსებობს ეჭვები, რომ პეკინის ბოლოდროინდელი აფეთქება მასთან იყოს კავშირში.

ვირუსის აღმოჩენისა და მისი გავრცელების შემდეგ ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ უმი ორაგულის ჭამისგან თავი შეეკავებინათ. აქვე აღსანიშნავია, რომ აფეთქების წარმომავლობა ჯერჯერობით უცნობია.

ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, ჰიგიენის ზომების დაცვა და საკვების მარაგის შემოწმება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს.