ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ოთო კახიძემ პრემიერს გიორგი გახარიას მიმართა და ჰკითხა, რატომ გამოტოვა 20 ივნისის მოვლენები წლიური ანგარიშიდან და რატომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ დღეზე.

"ყურადღებით გისმენდით ამ თქვენ ანგარიშის პრეზენტაციის დროს და არ გიხსენებიათ არცერთხელ 20 ივნისი და ეს როგორ არის, დაგავიწყდათ ეს დღე, ამოიგდეთ მეხსიერებიდან თუ კალენდრიდანაც ამოშალეთ, 2019 წელს არ მოხდა ეს მოვლენები? თუ ის დაგავიწყდათ ამ თანამდებობაზე როგორ აღმოჩნდით?!" — თქვა ოთო კახიძემ.

მან პრემიერს გაახსენა, როგორ შემოუშვეს სერგეი გავრილოვი ქვეყანაში, შემდეგ რეზინის ტყვიებითა და ცრელმსადენი გაზით დაშალეს აქცია, "არ ახსენებთ თვალებდათხრილ ახალგაზრდებს მაკო გომურს, გიორგი სულაშვილს, დაგავიწყდათ ეს დღე რომ მოხდა?!" მისი თქმით, თუ პრემიერი ამ დღეზე პასუხისმგებლობას გრძნობს, ტრიბუნიდან არ უნდა "მოძღვრავდეს" სხვებს, ხოლო თუ არ გრძნობს, ჩნდება კითხვა — რატომ.

დღეს, 26 ივნისს პრემიერი, გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.