სანოტარო საქმიანობა უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით შემიზღუდეს — ბაჩანა შენგელია
ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვება, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი და დღემდე არანაირი ბრძანება არ მიუღია. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".
"დისციპლინურში წერია, რომ წინა კვირას, 18 ივნისს დანიშნული მყავდა შემცვლელი პირი. ნოტარიუსს შეუძლია, 30 დღის განმავლობაში, შეუზღუდავად, ნებისმიერ დროს დანიშნოს შესაბამისი კვალიფიკაციის პირი. მე წინა კვირას ავად ვიყავი, 40 მქონდა სიცხე და ამიტომ დავნიშნე შემცვლელი, კანონმდებლობის სრული დაცვით. მათ ჯერ გამომირთეს და პოსტ ფაქტუმ დაიწყეს დისციპლინური საქმის წარმოება, ამ აბსურდული მიზეზით. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს თუ დავარღვიე, მერე უნდა ყოფილიყო ბრძანებით შეჩერება ან გათავისუფლება. ამათ ჯერ შემიჩერეს და ახლა იხილავენ ვითომ დისციპლინურ გადაცდომას", — ჰყვება ბაჩანა შენგელია.
იგი ფიქრობს, რომ ეს არის წინასწარ მოფიქრებული, დადგმული სცენარი და იმის გაგრძელება, რაც დედამისის საქმეზე მოხდა.
"როგორც ჩანს წინასაარჩევნოდ ჩემი აქტივობის შეჩერება უნდათ, ან კიდევ, ვუკავშირებ სტრასბურგში ჩემს მიერ შეტანილ სარჩელს. ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტიკური დევნა, ან ტერორი, რაც დაწყებული იყო ჩემი ოჯახის წევრის მიმართ, ახლა უკვე პირადად ჩემზეც გრძელდება".
ბაჩანა შენგელიამ დღეს პროკურატურაში საჩივარი შეიტანა, რათა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე.
"ამ შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრმა გასცა უკანონო დავალება ისე, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ, ისე შემიზღუდეს მე საქმიანობის უფლება", — ამბობს ბაჩანა შენგელია და აღნიშნავს, რომ, როგორც კი ბრძანებას, ან ინდივიდუალურ აქტს მიიღებს, სასამართლოში გაასაჩივრებს და დავასაც დაიწყებს.
მანვე აღნიშნა, რომ უკვე რვა წელია, 2012 წლიდან ნოტარიუსის თანამდებობაზე მუშაობს და არასდროს არანაირი დარღვევა ან რაიმე ტიპის შეზღუდვა არ ჰქონია.
ია კერზაიას გარდაცვალების საქმე
2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა, ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
მანამდე, ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.
სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.
23 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საგამოძიებო უწყება ამის მიზეზად "დანაშაულის არარსებობას" ასახელებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და "შედეგად, არ დადასტურდა, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".
ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები