ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოსკაროსანი იტალიელი კომპოზიტორი, რომელმაც დაუვიწყარი მუსიკალური კომპოზიციები 500-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მორიკონე რომში, საავადმყოფოში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზად, გასულ კვირას წაქცევის შედეგად განვითარებული გართულებები სახელდება. მას ბარძაყის ძვალი ჰქონდა მოტეხილი.
ენიო მორიკონე რომში 1928 წელს დაიბადა. მისი მამა საყვირზე უკრავდა და სწორედ ამ ინსტრუმენტზე დაწერა ენიომ თავისი პირველი კომპოზიცია 6 წლის ასაკში. ის სწავლობდა კლასიკურ მუსიკას და უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მელოდიას ქმნიდა თეატრისთვის და რადიოსთვის. მოგვიანებით, მას ლეიბლმა RCA-მ შესთავაზა სამსახური, სადაც ისეთი პოპ-მომღერლებისთვის წერდა მუსიკას, როგორებიც არიან პოლ ანკა, დემის რუსოსი, ფრანსუა ჰარდი, ჩარლზ აზნავური... 80-იან წლებში მორიკონეს კოლაბორაცია შედგა პოპულარულ ჯგუფთან Pet Shop Boys.
თუმცა, ნამდვილი წარმატება, აღიარება და უკვდავება მორიკონეს ფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა. მორიკონეს მიერ დაწერილი მუსიკა საუნდტრეკებად გვხვდება ისეთ ფილმებში, როგორებიცაა ჯუზეპე ტორნატორეს Cinema Paradiso და Malena, როლან ჟოფეს The Mission, სერჯო ლეონეს Once Upon a Time in America და The Good, the Bad and the Ugly, კვენტინ ტარანტინოს The Hateful Eight და ა.შ.
მორიკონემ პირველი ოსკარი ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის 2016 წელს მიიღო, ტარანტინოს სურათისთვის, საძულველი რვიანი. მანამდე ის ამერიკის კინოაკადემიამ ამ ნომინაციაზე 5-ჯერ წარადგინა.
"მაესტროდ" წოდებულ მორიკონეს 2007 წელს საპატიო ოსკარიც გადასცეს "კინო-მუსიკის ხელოვნებაში შეტანილი მრავალმხრივი და შეუცვლელი წვლილისთვის".
"მუსიკა განუმეორებელი რამაა, ჩემი ფილმები მის გარეშე უხმო ფილმები იქნებოდა. დიალოგს კინოში მცირე დატვირთვა აქვს, მელოდია კი საუბარზე მეტად უსვამს ხაზს გრძნობებსა და ქმედებებს. მორიკონეს მუსიკის დაწერას მანამდე ვთხოვდი, სანამ ფილმის გადაღებები დაიწყებოდა, მისი მუსიკა სცენარის ნაწილი იყო", — აცხადებდა იტალიელი რეჟისორი სერჯო ლეონე, ავტორი ფილმებისა კარგი, ცუდი და ბოროტი, ერთხელ ამერიკაში და სხვა.
მორიკონე და ლეონე ერთმანეთს ჯერ კიდევ ბავშვობაში, დაწყებით კლასებში შეხვდნენ. მაშინ ენიო 8 წლის იყო. ლეგენდარული ხელოვანები 20 წლის განმავლობაში აღარ გადაკვეთილან, თუმცა მომავალში უამრავ წარმატებულ პროექტზე იმუშავეს ერთად.
მორიკონე მხოლოდ ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ იყო ფოკუსირებული — მას აქვს საყვირისა და ჰობოის სოლო ცნობილ ფილმებში. მაესტროს უყვარდა ელექტრონული გიტარის ჟღერადობა, ასევე ეკლესიის ზარების, კოიოტების ყმუილის, ჩიტების ჭიკჭიკის, საათის ტიკტიკის, იარაღის სროლის ხმები და მათ თავის კომპოზიციებში უხვად ამატებდა.
"ემოციის გამოხატვა ნებისმიერი ხმით შეიძლება, ესაა მუსიკა, რომელიც რეალობამ შექმნა", — ამბობდა ის.
მორიკონეს არ მოსწონდა ტერმინი "სპაგეტი ვესტერნი", რომლის წარმომადგენლადაც მოიაზრებდნენ. სპაგეტი ვესტერნი, იგივე იტალო-ვესტერნი, ველური დასავლეთის ჟანრის ფილმების ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც იტალიელის შექმნილია და ერთი ოფიციალური ენა არ აქვს. მიმდინარეობა სერჯო ლეონეს შემოქმედების შემდეგ გახდა პოპულარული. მორიკონე ამბობდა, რომ ამ ჟანრის წევრად დასახელება მის შემოქმედებას "ნაწილებად ყოფდა" და ეს მისი კარიერის მხოლოდ ერთი მიმდინარეობა იყო.
მაესტროს სიტყვებით, სულ ნანობდა, რომ კლინტ ისტვუდს შეთავაზებაზე არ დათანხმდა და მისი რეჟისორობით გადაღებული ფილმისთვის კომპოზიცია არ შექმნა. ამ დროს, ის სტენლი კუბრიკთან თანამშრომლობით იყო დაკავებული, სურათისთვის A Clockwork Orange (1971).
მორიკონეს დიდი ფანი იყო კვენტინ ტარანტინო და მის კომპოზიციებს უხვად იყენებდა თავის ფილმებში. 2016 წლის ინტერვიუში, მორიკონემ გაიხსენა, რომ საძულველ რვიანზე ტარანტინოსთან მუშაობა მისთვის სრულყოფილი გამოცდილება იყო:
"მუსიკა კვენტინ ტარანტინოს მითითებისა და რჩევების გარეშე დავწერე, მან არაფერი იცოდა. შემდეგ, ის პრაღაში ჩამოვიდა, სადაც ხმის ჩამწერი სტუდია მქონდა და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ეს კოლაბორაცია ნდობაზე და თავისუფლებაზე იყო აგებული".
მორიკონემ 2001 წლის ინტერვიუში კარიერის დასაწყისი უსიამოვნოდ გაიხსენა და თქვა, რომ რადიოებისთვის და თეატრისთვის დაწერილი თავისი მუსიკის დიდი ნაწილი არ მოსწონდა:
"ვიცოდი, რომ უკეთესი შემეძლო, მაგრამ ფული მჭირდებოდა. ომის შემდეგ, იტალიაში კინოინდუსტრია გაძლიერდა და გადავწყვიტე, რომ ბედი აქ მეცადა".
სერჯო ლეონეზე საუბრისას ის ამბობდა:
"წლების განმავლობაში მე გავიზარდე როგორც კომპოზიტორი, ხოლო ის, როგორც რეჟისორი. ჩვენი შესაძლებლობების მწვერვალს კი, ჩემი აზრით, Once Upon a Time in America-ში მივაღწიეთ".
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები