ტყუილია, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მაუწყებლებთან რაიმე კავშირშია — კომუნიკაციების კომისია
კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები მედიასა და მაუწყებლებს არ ეხებათ. ამის შესახებ On.ge-ს კომინიკაციების კომისიის პრესამსახურში განუცხადეს. მათივე მტკიცებით, ინფორმაცია თითქოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, ტყუილია.
"კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები შედის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან და ტელევიზიებთან", — აცხადებენ კომისიაში.
მათივე თქმით, აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და მაუწყებლებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.
რაც შეეხება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას", — განმარტავენ კომისიაში.
მათივე განცხადებით, აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.
"ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან", — ამბობენ კომისიაში.
შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცეს. კომისიისთვის აღნიშნული ბერკეტის მიცემას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა.
კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა 2-წლიანი ვადით შეუძლია და ის ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.
მედიის სფეროს წარმომადგენლები და იურისტები ფიქრობენ, რომ კანონპროექტი არამხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიებს, ინტერნეტ ან მობილურ პროვაიდერებს ეხებათ, არამედ ამ ცვლილებების მიზანი მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ კანონი პირდაპირ არ გულისხმობს ყველა მაუწყებელში სპეციალური მმართველის დანიშვნას, მაგრამ არ გამორიცხავს ამას რეგიონულ მაუწყებლებში.
"ეს ნიშნავს, რომ ვინც არის ავტორიზებული ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში, მაგალითად, ვინც ახდენს ციფრული მაუწყებლობის გადაცემას, ამ პირებთან სპეციალური მმართველის დანიშვნა იქნება შესაძლებელი. პრობლემა იმაშია, რომ არის ბევრი მაუწყებელი, რომელიც თავის მაუწყებლის გადაცემას თვითონვე ახდენენ და არიან ელექტრონული მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირებიც. მაგალითად, რეგიონული მაუწყებლები.
ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ელექტრონული კომუნიკაციების ავტორიზებული პირი რადგანაც არის, შესაძლებელია ამ მიზნებისთვის დაინიშნოს სპეციალური მმართველი არა მხოლოდ ავტორიზებულ პირთან, არამედ მაუწყებელთანაც და ეს უკვე მაუწყებლის საქმიანობაში პირდაპირი ჩარევა გამოვა", — აცხადებს ის.
მისივე განმარტებით, სპეციალური მმართველის უფლებამოსილება იმდენად ფართოა, რომ შესაძლოა, მისმა გადაწყვეტილებებმა გავლენა იქონის მაუწყებლის უფლებებზე.
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები