მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი — მერი ტრამპის წიგნი დონალდ ტრამპის შესახებ
დონალდ ტრამპის ექსტრაორდინარული ხასიათი და მიუღებელი ქცევა "საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ჯანმრთელობას, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მოწყობას" და ისინი განაპირობა მისმა "მაღალფუნქციურმა სოციოპათმა" მამამ მის ბავშვობაში, წერს ამერიკის პრეზიდენტის ძმისშვილი თავის ახალ სენსაციურ წიგნში.
მერი ტრამპის წიგნი მეტისმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი (Too Much and Never Enough: How My Family Created the World’s Most Dangerous Man) 14 ივლისს გამოქვეყნდება.
მერი ტრამპი თავის წიგნში დაწვრილებით მიმოიხილავს ოჯახურ დისფუნქციებს, რომლებმაც, მისი თქმით, დონალდ ტრამპის პიროვნება ჩამოაყალიბა. ამასთანავე ავტორი საუბრობს პრეზიდენტის აღმაშფოთებელი ქცევის რამდენიმე შემთხვევაზე მისი ახალგაზრდობიდან, მათ შორის პრესტიჟულ ბიზნეს-სკოლაში მოსახვედრად აკადემიურ თაღლითობაზე და ქალების მიმართ ცხოველურ მოპყრობაზე.
წიგნის სამადლობელში მერი ტრამპი მადლობას უხდის მამიდამისს, მერიენ ტრამპ-ბერის, "თვალების ამხელი ინფორმაციისთვის". მერიენ ტრამპ-ბერი, პრეზიდენტის უფროსი და, ფედერალური მოსამართლეა, რომელმაც თანამდებობა 2019 წელს დატოვა, რითიც დაასრულა თაღლითური საგადასახადო მაქინაციების შესახებ არსებული გამოძიება.
როგორც ცნობილია, მერი ტრამპი New York Times-ის საკვანძო წყარო იყო ტრამპის ოჯახის საგადასახადო საქმეების შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში, რომელმაც პულიცერის პრემია დაიმსახურა. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ამჟამად განიხილავს, გამოაქვეყნოს თუ არა საჯაროდ პრეზიდენტის საგადასახადო და ფინანსური ჩანაწერები.
"[პრეზიდენტს] არ აქვს [სხვა] პასუხი, გარდა იმისა, რომ ეს ტყუილების წიგნია... უაზრო, აბსურდული ბრალდებები, რომლებსაც არაფერი აკავშირებთ სიმართლესთან. [თეთრ სახლს] ჯერ არ უნახავს წიგნი, მაგრამ ეს ტყუილების წიგნია", — თქვა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეილი მაკენანმა სამშაბათს.
დონალდ ტრამპის ძმისშვილმა მისი ხასიათი კვალიფიციური კლინიკური ფსიქოლოგის პერსპექტივიდან შეისწავლა.
"ბავშვისადმი სასტიკი მოპყრობა, რაღაც გაგებით, არის 'ზედმეტად ბევრის' ან 'არასაკმარისის' მოლოდინი. დონალდმა პირდაპირ გამოსცადა 'არასაკმარისი', როდესაც დედასთან დაკარგა კავშირი განვითარების საკვანძო ეტაპზე... მას შემდეგ, რაც [დონალდი] დედამ მიატოვა წელიწადზე მეტით, მამამისი კი ვერ ახერხებდა ვერც მისი საჭიროებების დაკმაყოფილებას და ვერც იმას, რომ მას თავი უსაფრთხოდ ეგრძნო, ეგრძნო სიყვარული და დაფასება, დონალდმა ისეთი დანაკარგები განიცადა, რომლებიც მას სიცოცხლის ბოლომდე მოუშუშებელ ჭრილობებს დაუტოვებდა. ამით განპირობებულმა პიროვნულმა თვისებებმა — ნარცისიზმის, ძალადობრიობის, პომპეზურობის გამოხატულებებმა — როგორც იქნა, აიძულა ბაბუაჩემს, ყურადღება მიექცია, თუმცა ამან წარსულის საშინელებები ვერ გადაფარა", — წერს მერი ტრამპი.
დონალდ ტრამპის დედას, რომელსაც ასევე მერი ერქვა, ჰისტეროქტომიის სასწრაფო ოპერაციით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა. ამან მომავალი პრეზიდენტი და მისი დედმამიშვილები მამაზე, ფრედ ტრამპზე, გახადა დამოკიდებული. ის ნიუ-იორკის უძრავი ქონების დეველოპერი იყო და 1999 წელს გარდაიცვალა.
მერი ტრამპი დონალდის მამას ახასიათებს, როგორც "მაღალფუნქციურ სოციოპათს", და დაწვრილებით აღწერს მის ძალადობრიობას, ანტისემიტიზმს, რასიზმს, სექსიზმსა და ქსენოფობიას — ყველა იმ თვისებას, რომელთა ქონაშიც პრეზიდენტს ხშირად დებენ ბრალს.
ფრედ ტრამპის უფროსი ვაჟი, რომელსაც ასევე ფრედი ჰქვია, 1981 წელს გარდაიცვალა ალკოჰოლიზმით, ჯერ კიდევ ადრეულ 40-იანებში მყოფი. მისი ქალიშვილი წერს, რომ დონალდ ტრამპის ხასიათი ჩამოაყალიბა მისი უფროსი ძმის ტრავმების ყურებამ.
კაცი, რომელიც საბოლოოდ მივიღეთ, ულმობელი და ძალიან ეგოისტია, წერს მერი. ტრამპის განათლების სექციაში მერი ტრამპი აღწერს, თუ როგორ გადაუხადა მან ვიღაცას ფული, რათა მის ნაცვლად დაეწერათ SAT ტესტები.
"დონალდმა, რომელსაც ფული არასდროს აკლდა, კარგად გადაუხადა მეგობარს ... ჯო შაპიროს — ჭკვიან ბიჭუნას, რომელსაც ტესტების დამწერის კარგი რეპუტაცია ჰქონდა", — დაწერა მერიმ.
ამ თაღლითობაში მონაწილეობდა ტრამპის ძმაც, რომელმაც პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლაში მას სიტყვა შეაწია. "შესაძლოა, ეს არც კი ყოფილიყო საჭირო. იმ დროს პენი [უნივერსიტეტი] ბევრად უფრო ნაკლებად მკაცრი იყო [სტუდენტების] შერჩევისას, ვიდრე ახლაა", — დაწერა პრეზიდენტის ძმისშვილმა.
მოსამართლე მერიენ ტრამპ-ბერის გარდა დონალდ ტრამპის დედმამიშვილები ასევე არიან ბიზნესმენი რობერტ ტრამპი და ყოფილი ბანკირი ელიზაბეტ ტრამპ-გრაუ.
რობერტ ტრამპმა მერი ტრამპს ნიუ-იორკში უჩივლა იმ ბრალდებით, რომ 2001 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ფრედ ტრამპ უფროსის ანდერძის კონფიდენციალურობაზე კრძალავს წიგნის გამოქვეყნებას. პრეზიდენტმა თქვა, რომ კონფიდენციალურობის შეთანხმება, რომელიც მერიენ ტრამპ-ბერისაც მოიცავს, ნიშნავს, რომ წიგნის გამოცემა არ შეიძლება. მერი ტრამპი ბრალდებას შეეწინააღმდეგა იმის თქმით, რომ კონფიდენციალურობის შეთანხმება ემყარებოდა თაღლითურ ფინანსურ ინფორმაციას. საქმის მოსმენა 10 ივლისისთვის დაიგეგმა.
Simon & Schuster გამოირიცხა სასამართლო დავიდან და, შედეგად, წიგნის გამოცემა ორი კვირით გადაიდო.
აშშ-ის კონსტიტუციის სიტყვის თავისუფლების შესახებ არსებულ პირველ შესწორებაზე დაყრდნობით, მერი ტრამპის ადვოკატებმა აღნიშნეს, თუ როგორ "იმოქმედა [პრეზიდენტმა] საკუთარი თავის და ოჯახის სახელგატეხილობაზე მრავალი სხვადასხვა გზით, მათ შორის 20-მდე ისეთი წიგნის ავტორობით, რომლებშიც განხილული იყო მისი ოჯახის, ჯანმრთელობის, ბიზნესისა და ცხოვრების თემები".
მერი ტრამპი აღწერს, თუ როგორ შეუთანხმეს მას ამ წიგნთაგან ერთ-ერთის, The Art of the Comeback-ის, დონალდისთვის დაწერა. "რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც დონალდმა დამიქირავა, ანაზღაურება ჩემთვის ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გადახდილი", — წერს მერი იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც კარგადაა ნაცნობი პრეზიდენტის მრავალი ბიზნეს-პარტნიორისა და კონტრაქტორისთვის.
წიგნში ასევე განხილულია ტრამპის საქვეყნოდ ცნობილი ცუდი დამოკიდებულება ქალების მიმართ. მერი ტრამპი წერს, რომ, როდესაც ბიძამ მასალა მიაწოდა, ეს იყო "ნუსხა იმ შეურაცხყოფილი ქალებისა, რომლებთან ურთიერთობის იმედიც ჰქონდა [დონალდს] და რომლებიც, მათგან უარის მიღების შემდეგ, გახდნენ ყველაზე ცუდი, მახინჯი და მსუქანი ფეთხუმები, ვინც კი ოდესმე უნახავს" — მათ შორის არიან მადონა და მოციგურავე კატარინა უიტი.
"ინტერვიუს სათხოვნელად მათთან შევიარე", — წერს მერი და ამატებს, რომ ფლორიდაში ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში წიგნზე სამუშაოდ ვიზიტისას მას საცურაო კოსტიუმი ეცვა, ტრამპმა კი ძმისშვილს შეხედა და თქვა: "ჯანდაბა, მერი. მაგარი მკერდი გაქვს".
ტრამპს 20-ზე მეტმა ქალმა დასდო ბრალი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში, თუმცა ის ყველა ბრალდებას უარყოფს.
ტრამპმა ძმისშვილი პროექტიდან დაითხოვა და როგორც სჩვეოდა, ეს ვიღაც სხვას ათქმევინა, წერს მერი ტრამპი.
მერიმ ბიძისადმი უკმაყოფილება სოციალურ ქსელშიც გამოთქვა. თავის წიგნში ის წერს, რომ პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნების ღამის წვეულებაზე მიწვევაზე უარი განაცხადა:
"ვერ მოვახერხებდი, ჩემი ეიფორია დამემალა, როდესაც ჰილარი კლინტონის გამარჯვება გამოცხადდებოდა, და არ მინდოდა, უხეშად გამომსვლოდა".
"სახლში ბოლთას ვცემდი, ისევე ტრავმირებული, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, თუმცა უფრო პირადი კუთხით: ასე მეგონა, 62 979 636-მა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა ჩემი ღვარძლიანი და დისფუნქციური ოჯახის მაკროვერსიად ექცია", — წერს მერი ტრამპის გამარჯვების მომდევნო დღის შესახებ.
"ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ღამეა ჩემს ცხოვრებაში. რა ჯანდაბა სჭირს ამ ქვეყანას? ვშიშობ, ამერიკული ექსპერიმენტი ჩაფლავდა" — Twitter-ზე დაწერა მერიმ 2016 წლის 9 ნოემბერს, როცა არჩევნების შედეგები გახდა ცნობილი.
ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, თეთრი სახლის მემუარების მსგავსად, რომელიც ასევე Simon & Schuster-მა გამოსცა, მერი ტრამპის წიგნი ახლა საჯარო დომენშია.
-
გადახედვაბრაზილიაში 9 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს ბრაზილიაში 9 000 წლით დათარიღებული ხელოვნების ნიმუში აღმოაჩინეს
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
კომენტარები