სააკაშვილი: ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი, ოქტომბერში თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ვიქნები
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინაში რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოქტომბერში "ბრძოლის წინა ხაზზე იქნება". მორიგ ვიდეომიმართვაში იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
"საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური. მე არ ვცნობ არც ერთი წამით მის კანონიერებას არ ვცნობ კანონიერებას იმ სიტუაციის, რომელიც საქართველოშია. ეს არის უკანონო სიტუაცია. პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები, ჩვენ, როგორც ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ყოველთვის მთავარი მიმღები მსოფლიოში ამერიკის დახმარების. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგალითო ქვეყანა და ახლა სამუდამოდ მოგვჭრა საქვეყნოდ ივანიშვილმა თავი, ყოველ შემთხვევაში, სანამ არის იქ.
ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი. მოსწონს ეს ვიღაცას, არ მოსწონს, უნდა ვიღაცას, რომ ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე. გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად, ხელჩაკიდებული, ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს გადარჩენის ფრონტზე", — განაცხადა სააკაშვილმა.
აშშ-ს კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის კანონპროექტის განმარტებით ანგარიშში ახსნილია ის კონკრეტული პირობები, რომლის არშესრულების შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოს მთავრობას დახმარების 15 პროცენტი არ გამოუყონ. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე.
ანგარიშში წერია, რომ სახელმწიფო მდივანმა უნდა განსაზღვროს, საქართველოს მთავრობა რამდენად ეფექტიან ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კერძოდ, მხედველობაში მიიღებს შემდეგ გარემოებებს:
- რამდენად ეფექტიანად ხორციელდება საარჩევნო რეფორმა;
- რამდენად იცავს სასამართლო დამოუკიდებლობას, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან;
- რამდენად ეფექტიანად ახორციელებს პოლიტიკას ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჯარო ინფორმაციასთან წვდომის კუთხით;
- რამდენად დაცულია სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებები და მედიის თავისუფლება;
- რამდენად ზღუდავს მთავრობა ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას, როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე.
რაც შეეხება ზოგადად საქართველოსთვის დახმარების გამოყოფის მიზნობრიობას, განმარტებით ანგარიშში წერია, რომ კომიტეტი მიმართავს სახელმწიფო მდივანსა და USAID-ის ადმინისტრატორს, პრიორიტეტები მიანიჭოს იმ პროგრამებს, რომლებიც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"რუსეთის მთავრობის მხრიდან არსებული საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ს დახმარების მნიშვნელობას პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთის, მათ შორის საქართველოსთვის", — წერია დოკუმენტში.
კომიტეტი აღნიშნავს და მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, საქართველოს პარლამენტში მეტი პროპორციული წარმომადგენლობისთვის.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები