ნაია რივერამ სიცოცხლის ბოლო წუთებში შვილი გადაარჩინა — პოლიცია
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ნაია რივერამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები თავისი შვილის გადასარჩენად გამოიყენა.
Glee-ს მსახიობი გასულ ოთხშაბათს, 8 ივლისს გაუჩინარდა, როცა თავის 4 წლის შვილთან ერთად ტბა პირუში დაქირავებული ნავით გავიდა. რამდენიმე საათში მცირეწლოვანი ბავშვი ნავზე მარტო იპოვეს, რივერას კი ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გუშინ, 13 ივლისს პოლიციამ სამხრეთ კალიფორნიაში მდებარე ტბა პირუში 33 წლის მსახიობის ცხედარი იპოვა. ამ ფაქტიდან რამდენიმე საათში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ მათი ვარაუდით, ნაირა რივერას გარდაცვალება ტრაგიკული შემთხვევა იყო.
"ნაიას შვილმა საუბრისას გვითხრა, რომ ნავით სეირნობის ერთ მომენტში ტბაში საცურაოდ ერთად ჩავიდნენ. სწორედ ამ დროს, როგორც ბავშვი აცხადებს, დედა დაეხმარა, რომ ნავზე ასულიყო, თავად კი წყალში ჩაიძირა", — განაცხადა გამომძიებელმა მედიასთან საუბრის დროს.
სამართალდამცავებმა პირველადი ვარაუდიც გამოთქვეს, თუ რა შეიძლება მომხდარიყო 8 ივლისის შუადღეს ტბა პირუზე:
"შესაძლოა, ნავი დინებას გაჰყვა, რადგან ღუზით არ იყო დამაგრებული და მან საკმარისი ძალა მოიკრიბა, რომ შვილი ნავზე დაებრუნებინა, თუმცა სამწუხაროდ, საკუთარი თავის გადარჩენა ვეღარ შეძლო".
პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნეს, რომ პირველადი დათვალიერებით სხეულს არ აღენიშნება "განზრახ მკვლელობის ან თვითმკვლელობის კვალი". ცხედარს აუტოფსია უტარდება და სპეციალისტები დაზუსტებულ ინფორმაციას მალე გაასაჯაროებენ.
ტბაზე გასვლიდან რამდენიმე საათში რივერას ოთხი წლის შვილი ნავზე მარტო მძინარე იპოვეს.
"ნაიას შვილი ტბის ჩრდილოეთ ნაწილში ნავზე მძინარე იპოვეს, როცა მეპატრონე თავის ნავს ეძებდა, რადგან დაქირავების შემდეგ ჩაბარების დრო დაგვიანდა. პატარა ბიჭს მაშველი ჟილეტი ეცვა და პირსახოცში იყო გახვეული", — განაცხადა პოლიციელმა გამოძიების დეტალებზე საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ტბა პირუში დამსვენებლების გასეირნება ტრაგიკულად დასრულდა: ბოლო წლებში ათეულობით ადამიანი დაიღუპა სწორედ იქ.
ამის გამო ნაია რივერას გაუჩინარების შემდეგ სპეციალური პეტიციაც კი შეიქმნა, რომლითაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ ამ ტბაში ცურვასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
ნაია რივერას 8 ივლისიდან 13 ივლისამდე პოლიციელები აქტიურად ეძებდნენ, მათ შორის მყვინთავების, მაძებარი ძაღლების, შვეულმფრენებისა და სპეციალური წყალქვეშა ნავების დახმარებით.
ამ პროცესს ოჯახის წევრებთან ერთად მისი მეგობრები და კოლეგები, სერიალ Glee-ს მსახიობებიც ადევნებდნენ ადგილზე თვალს.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები