გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. მათი განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე კიდევ ორ სუბიექტს — ახალი საქართველო და კანონი და სამართალს აერთიანებს.

"ამაზე დეტალურად 30 ივლისს 12:00 საათზე გესაუბრებით იქ, სადაც წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო გეგმას",— აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

კოალიცია, რომელიც ვაშაძემ და ჩარკვიანმა დატოვეს, 2018 წელს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებისას მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ოპოზიციური ალიანსი შეიქმნა.

ახალი პლატფორმის შესახებ ინფორმაცია ვაშაძემ და ჩარკვიანმა გუშინ დაანონსეს. როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, მათი ახალი გაერთიანების კარი ყველასთის ღია იქნება.