მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი პლაგიატში ვამხილე, ჩემზე შური იძია — იაგო კაჭკაჭიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც, თსუ-ს რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა, მასზე შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყვეს. იგი ჰყვება, რომ უნივერსიტეტში შექმნილმა ეთიკის კომისიამ, თავისივე დისერტაციის გამო, მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებაში დაადანაშაულა.
"რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც ჩემი სადოქტორო დისერტაციის (დავიცავი 2001 წელს) შესწავლა დაევალა. კომისია შეიქმნა საჩივრის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში ამ წლის დასაწყისში შევიდა. ვინ არის მომჩივანი? ვინნე დათო ნადირაძე, რომელიც არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც - დოქტორის ხარისხის მქონე და არც თსუ-ის თანამშრომელი. სამაგიეროდ, იყო (შეიძლება, ახლაც არის) გია შარვაშიძის ცოლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან (ოჯახთან) დაახლოებული პირი. ანუ, რბილად რომ ვთქვათ, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები.
ეთიკის კომისიამ თითქმის ოთხი (!) თვე იმუშავა და რამდენიმე დღის წინ დაწერა დასკვნა, სადაც წერია, რომ "იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევა". [...]
ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად".
იაგო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დეტალურად ჰყვება, თუ რაში მდგომარეობს მის მიმართ წაყენებული ბრალდების არსი:
თავისუფლების მონიტორის მიერ მომზადებულ მასალში ნათქვამია, რომ თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატია. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რექტორის დისერტაციაში უცვლელად გადატანილია 2002 წელს ღია საზოგადოების ფონის მხარდაჭერით მომზადებული დოკუმენტის ტექსტი. სტუდია მონიტორის გამოძიების მიხედვით, ტექსტს წყარო მითითებული არ აქვს.
გიორგი შარვაშიძე ამბობს, რომ მის ნაშრომში პლაგიატი არაა და გავრელებული ინფორმაცია უნივერსიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაა.
ცოტა ხნის წინ, პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა გაასაჯაროა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება ბროშურის ("სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები", ი.კ) ძირითადი ტექსტი. წერილის მიხედვით ეს ტექსტი ნაშორმის 34%-ს შეადგენს.
თსუ-ში აცხადებენ, რომ მაშინ, როცა რექტორმა სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა წყაროების მითითების სხვა სტანდარტი არსებობდა და არ აპირებენ ამ საკითხით ხელახლა დაინტერესდნენ. ამას გარდა, უნივერსიტეტში აცხადებენ, დისერტაციის ავტორი ტექსტში მადლობას უხდის იმ ჯგუფს, ვინც ტექსტის სადავო ნაწილზე იმუშავა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები