საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი ვაშაძის, გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას დატოვებას გამოეხმაურა. ყოფილმა პრეზიდენტმა მას ბნელ მხარეზე გადასული უწოდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი. ყოველთვის იმედებს ვამყარებდი და შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს და ზოგი არ ამართლებს. ხელით მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ. სანამ რაღაც ჯგუფში მუშაობდა, თავისი საარჩევნო ფუნქცია ჰქონდა და ამ ფუნქციას ასრულებდა ნამდვილად. ფაქტია, რომ ვაშაძე გადავიდა ბნელ მხარეს", — ამბობს სააკაშვილი

27 ივლისს, გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს. მათი განცხადებით, სტრატეგია აღმაშენებელი ამ ეტაპზე კიდევ ორ სუბიექტს — ახალი საქართველო და კანონი და სამართალს აერთიანებს.