საქართველოში პოლიტიკური რეკლამის განთავსება ავტორიზებულ მომხმარებელს შეეძლება — Facebook
ფეისბუქმა განცხადება გაავრცელა რომლის მიხედვითაც, 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვები გამკაცრდება. დღეიდან, საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ, აუცილებელი იქნება, რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს, რომელი ორგანიზაცია, ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By).
2019 წლის ივნისში, ფეისბუქმა მსოფლიოს მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია და განათავსოს პოლიტიკური რეკლამა ისე, რომ დააფიქსიროს, ვინ არის პასუხისმგებელი (Paid for by). ასევე, რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს შეუძლიათ, შეიტანონ თავიანთი მონაცემები (რეკლამა, პასუხისმგებელი პირი/ორგანიზაცია) ე.წ. სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლით. ფეისბუქი ამ პროცედურას სავალდებულოს ხდის საქართველოშიც.
ვის ეხება ეს?
რეკლამის ნებისმიერი განმთავსებელი, რომელიც აქვეყნებს საარჩევნო, ან პოლიტიკურ რეკლამას, ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს მისი სამიზნე აუდიტორია. მაგალითად, თუ განმთავსებლის სამიზნე აუდიტორია საქართველოს მოსახლეობაა, ის ავტორიზებული უნდა იყოს საქართველოში.
ეს ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, ან პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკური კომიტეტის, ან მისი წარმომადგენლის მიერ/სახელით/შესახებ, იმ მიზნით, რომ შემდგომში ამ რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, ან მის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახურში. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას "ხმა მიეცი", საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.
ავტორიზაციის გავლა
მომხმარებელი, რომელიც გეგმავს საარჩევნო, ან პოლიტიკური რეკლამის განთავსებას საქართველოში, ვალდებულია დაადასტუროს საკუთარი ვინაობა პირადობის მოწმობით. დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის მიერ, სადაც მომხმარებელი რეკლამის განთავსებას გეგმავს.
გარდა ამისა, რეკლამის განმთავსებელი ვალდებულია, მიუთითოს, ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამაზე (Paid for by). მას შეუძლია, პასუხისმგებლის სახით მიუთითოს საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს, ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს.
თუ მომხმარებელი პასუხისმგებლის სახით უთითებს ორგანიზაციას, ან გვერდს, აუცილებელია, წარადგინოს დამატებითი ინფორმაციაც. კერძოდ: ორგანიზაციის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა და ვებ-გვერდი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს განმთავსებლების პასუხისმგებლობას იმ რეკლამებზე, რომლებსაც ისინი ფეისბუქსა და ინსტაგრამში გამოაქვეყნებენ.
შესაძლოა, რეკლამის განმთავსებლებს ავტორიზაციის გავლისთვის რამდენიმე დღე დასჭირდეთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ისინი ამ პროცესს მალევე დაიწყებენ.
სარეკლამო ბიბლიოთეკა და API
რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და ამ რეკლამაზე პასუხისმგებელი პირის/ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა სარეკლამო ბიბლიოთეკაში (Ads Library) შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ. შედეგად, საზოგადოებას ექნება საშუალება, ნებისმიერი რეკლამის შესახებ მიიღოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ნახვის რაოდენობა, დახარჯული თანხის ოდენობა, დემოგრაფიული მონაცემები (რეკლამის მნახველების ასაკი, სქესი, ადგილ-მდებარეობა).
იმისათვის, რომ მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დაცული იყოს, ფეისბუქი მკვლევარებთან, მეცნიერებთან და ჟურნალისტებთან ერთად აქტიურად მუშაობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რათა შესაძლებელი იყოს პოლიტიკური რეკლამის შესწავლა და გაანალიზება. დღეიდან, Ad Library API-ს საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება.
გარდა ამისა, ფეისბუქი წარადგენს სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშსაც (Ad Library Report), რომელშიც საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი მიგნებები იქნება წარმოდგენილი, როგორიცაა, მაგალითად, რეკლამების ჯამური რაოდენობა და ხარჯები. შესაძლებელი იქნება, ანგარიშის ფაილის სახით ჩამოწერაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის
სარეკლამო ინსტრუმენტების გამჭვირვალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს. ფეისბუქის წესები საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, ხოლო დახმარების ცენტრში ნახავთ, როგორ განიხილება ეს რეკლამები სხვა ქვეყნებში.
2020 წლის აგვისტოდან Facebook საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამებისთვის ავტორიზაცია სავალდებულო გახადა.
როგორც გაბრიელა ცსეჰი ამბობს, სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ბიბლიოთეკაში ძიება, გაფილტვრა და მონაცემების გადმოწერა. მისივე თქმით, უახლოეს კვირებში დაუკავშირდებიან რეკლამების განმთავსებლებს, რათა მათ დეტალური ინსტრუქცია მიაწოდონ ამ პროცესებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ფეისბუქის საჯარო პოლიტიკის დირექტორმა, გაბრიელა ცსეჰმა განაცხადა
კერძოდ, 29 ივნისს NGO-ებმა და მედიის წარმომადგენლებმა Facebook-ს ღია წერილით მოუწოდეს, გაითვალისწინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. განცხადების ხელმომწერებს შორის, სხვა მედიებთან ერთად, იყო On.ge-ც.
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
კომენტარები