ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის განცხადებით, დრო დადგა საქართველო ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

მან ამის შესახებ ონლაინ კონფერენციაზე "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი" ისაუბრა.

"ათვლის წერტილი არის 12 წელი. 12 წელი ძალიან გრძელია და საქართველოსთვის დრო დადგა გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ის, რომ საქართველო ოკუპირებულია, არ უნდა გახადეს მიზეზი, რომ არ გახდეს ნატო-ს წევრი", — განაცხადა კინზინგერმა.

მისი თქმით, ავღანეთში ოპერაციების დროს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობის თვალსაზრისით, ამერიკის შემდეგ პირველია და შესაბამისად, ამ მხრივ, ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორისაა.

კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტიც, მხარს უჭერს საქართველოს და ეს მომავალშიც გაგრძელდება.