ბეირუთის პორტში აფეთქების გამო გამართული აქციების ფონზე ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ჰასან დიაბმა სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.

"დღეს ჩვენ მივყვებით ხალხის ნებას, რომელსაც სურს პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები ამ კატასტროფაზე, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა", — განაცხადა დიაბმა.

გამოსვლის დროს მან საკუთარ თავს რეფორმატორი ლიდერი უწოდა, რომელსაც ფესვგადგმული კორუფცია უშლიდა ხელს.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად 220 ადამიანი გაიზარდა, ხოლო 110 ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა.

აფეთქების ტალღამ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში შენობები დაანგრია და დააზიანა, რის შედეგადაც 200 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. სწორედ ამ ტრაგედიას მოჰყვა ფართომასშტაბიანი აქციები. მოსახლეობის ნაწილი ბეირუთის პორტში აფეთქებას ხელისუფლების კორუფციასა და გულგრილობას უკავშირებს.

აფეთქების გამომწვევ მიზეზად თავდაპირველად რამდენიმე ვერსია გავრცელდა. საუბარი იყო პიროტექნიკის აფეთქებაზე, სხვა ადვილად ფეთქებად ნივთიერებებზეც, თუმცა ოფიციალური პირები საწყობში 6 წლის მანძილზე შენახულ ძლიერ ფეთქებად ნივთიერებებზე საუბრობენ.

საქართველოს საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთში აფეთქდა, იქ 2013 წელს, ბათუმიდან მოხვდა. უწყებაში განმარტავენ, რომ გემი, რომელიც ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა), ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციამ დააკავა. საუბარია მოლდოვას დროშით მცურავ მშრალტვირთმზიდ Rhosus-ზე.

აღნიშნულ საქმეზე პორტის 16 თანამშრომელი დააკავეს.

ამავე თემაზე: