ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა გამოავლინა ივნისის თვეში ქართულ ვიკიპედიაში გამართული კონკურსის ნობელის პრემია ვიკიპედიაში 2020-ის გამარჯვებულები. კონკურსის მიზანი იყო ქართულ ვიკიპედიაში ახალი სტატიების შექმნა ნობელის პრემიისა და ნობელიანტების შესახებ, ასევე არსებული სტატიების გაუმჯობესება.

კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ლაურა გოტიაშვილმა, რომელიც ასევე პირველი ადგილი მოიპოვა წინა თვის (მაისის) კონკურსში. დანარჩენი ადგილების გამარჯვებულები შემდეგ ნაირად გამოიყურება:

  • II ადგილი: Cercvadze2001
  • III ადგილი: Tamar kurtanidze
  • IV ადგილი: Mariamm097
  • V ადგილი: Nia chelidze3

აღსანიშნავია, რომ კონკურსებში ქალი მოხალისე რედაქტორები აქტიურობენ, რაც სასიხარულო ფაქტია, ვინაიდან ფონდი ვიკიმედია და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი აქტიურად ცდილობენ ჩართონ ქალი რედაქტორები ვიკიმედიის პროექტებში.

შეგახსენებთ, რომ ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი არის ოფიციალურად რეგისტრირებული როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ფონდ ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფს. ფონდი ვიკიმედია აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს და მართავს ვიკიმედიის პროექტებს. ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით. წევრების მიზანია ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში და ქართული ვიკისაზოგადოების მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ