თვითმფრანვი, რომლითაც რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი ომსკიდან წამოიყვანეს, გერმანიაში ჩაფრინდა. თვითმფრინავი სპეციალურად კომაში მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. ბორტამდე ნავალნი რეანომობილმა პოლიციის თანხლებით მიიყვანა.

ომსკელი ექიმები ალექსეი ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების საკითხს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი პოზიციით, მისთვის მგზავრობა სტაბილურად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაშვებული არ იყო, თუმცა ოჯახი მის გადაყვანას მოითხოვდა. ნავალნი გერმანიიდან ჩასულმა ექიმებმა გასინჯეს და მიიჩნიეს, რომ მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. ის ამ დრომდე უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ნავალნი საავადმყოფოში მას შემდეგ მოხვდა, რაც ტომსკი-მოსკოვის რეისზე თავი შეუძლოდ იგრძნო. ავიალაინერში მასთან ერთად მყოფი პრესმდივნის თქმით, ის, მოწამლეს. იარმიში ასევე ამბობს, რომ დილით ნავალნიმ მხოლოდ ჩაი დალია.

ალექსეი ნავალნი ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი ოპოზიციონერია. პოლიტიკური აქტიურობის გამო ის მოსკოვში არაერთხელ დააკავეს და ადმინისტრაციული პატიმრობაც მიუსაჯეს. პირველ ჯერზე საპატიმრო დაწესებულებაში მან ათი დღე გაატარა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დაავალა, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 11-თვიანი შინაპატიმრობისთვის თითქმის 23 ათასი ლარი გადაუხადოს.