აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმეზე ევროკავშირის მოწოდებას ყოვლისმომცველ გამოძიებაზე მხარს უჭერს და დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს, რომ გერმანელი ექპერტების წინასწარი დასკვნებით დადასტურდა რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი", — აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

მაიკ პომპეო ალექსეი ნავალნის ოჯახს და რუს ხალხს სრულფასოვან გამჭვირვალე გამოძიებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ რუსი ოპოზიციონერი სრულად გამოჯანმრთელდება.